ორიონ ჯგუფი ქართულ ბაზარზე ახლად დამკვიდრებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომლის მიზანს უძრავი ქონების ბაზარზე ინოვაციური, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და კომერციული ფართების შექმნა წარმოადგენს.
კომპანია პოტენციურ კლიენტებს მაღალი ხარისხის ენერგო-ეფექტურ კომპლექსებს სთავაზობს, რომლებიც წამყვან ევროპელ მომწოდებლებთან თანამშრომლობით იქმნება.
ჩვენი მიზანია არა მხოლოდ საცხოვრებელი და კომერციული ფართების მშენებლობა, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ხარისხი და ახალი ტექნოლოგიები ჰარმონიაშია მომხმარებლის საჭიროებებთან.
ორიონ ჯგუფი 2018 წელს დაარსდა, მისი გუნდი მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან არის დაკომპლექტებული. სწორედ ეს გუნდი და მათი პარტნიორები განაპირობებენ პროექტირების და მშენებლობის პროცესში ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრებას, კომპანიის ფინანსურ მდგრადობას და თითოეული პროექტის უმაღლესი ხარისხის ევროპული მასალებით მომარაგებას.

ორიონ ლენდმარკი ჭავჭავაზის გამზირზე მდებარე პრემიუმ კლასის, მრავალფუნქციური, ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსია.

საცხოვრებელი სახლი დგას ხიმინჯებზე და მისი მშენებლობისას გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალა – „ჯეოსტილი“-ს არმატურა, „ჰაიდელბერგის“ ბეტონი და „ბედეგის“ ენერგოეფექტური იზო და გაზობლოკები.

23 სართულიანი კომპლექსი მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრებელ ფართს, არამედ ოთხ დონიან პარკინგს “Kleemann”-ის საავტომობილო ლიფტით, კომფორტულ და მაღალი ხარისხის ლობის, რომელიც მოპირკეთებულია იტალიური ბრენდის “Laminam”-ის ქვით და “Lignotube”-ის ხის მასალით, „Mitsubishi electric“-ის ორ სამგზავრო ლიფტს, ასევე ავტო სამრეცხაოს, კაფე-ბარს და რაც მთავარია ნათელი ბინების ფართო არჩევანს პანორამული ხედებით.

კომპლექსის ფასადი მოპირკეთებულია ავსტრიული ბრენდის „Fundermax”-ის ვენტილირებადი, ენერგოეფექტური ფილებით, რომელიც დათბუნებულია “Rockwool”-ის ქვაბამბით. გამოყენებულია გერმანული ბრენდის “Schüco”-ს ალუმინის კარ-ფანჯარა და ფრანგული ბრენდის „Saint Gobain”-ის დაბალემისიური ნაწრთობი ორმაგი მინა.

კომპლექსის ცენტრალური მდებარეობა, მისი სიახლოვე რეკრეაციულ ზონასთან და საუკეთესო ხედი, მისი მხოლოდ რამდენიმე უპირატესობაა…

ORION LANDMARK-ი მაცხოვრებლებს სთავაზობს კონსიერჟის, ტექნიკოსის, ვალეტ-პარკინგისა და 24 საათიანი დაცვის მომსახურებას.

ბინები ჩაბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში, რაც გულისხმობს შემდეგს – გერმანული კომპანია “Schüco”-ს ალუმინის კარ-ფანჯარას, ფრანგული ბრენდი “Saint Gobain”-ის დაბალემისიურ ნაწრთობ მინას, ასევე ფრანგული კომპანიის “De Dietrich”-ის ინდივიდუალურ გათბობის ქვაბს – სექციური რადიატორებით და „Poujoulat”-ის ცენტრალურ საკვამურის სისტემას, ევროპული მწარმოებლის “Tesla Cables”-ის, “Schneider”-ისა და “Elan”-ის ელექტროსადენებს – ასევე სუსტ სადენებს ტელევიზიისთვის ინტერნეტისთვის და ტელეფონისთვის, სანტექნიკას მიყვანილს მოხმარების წერტილამდე – გერმანული ბრენდი “Aquatherm”-ის წყლის და იტალიური კომპანია „Valsir”-ის უხმო საკანალიზაციო მილებით, ევროპული მწარმოებლის თანამედროვე სახანძრო სისტემას, მოჭიმულ იატაკს და გერმანული ბრენდი “Knauf”-ის მასალით სამღებრო სამუშაებისთვის გამზადებულ გალესილ კედლებს, “Mitsubishi electric”-ის კონდიცირების სპლიტ სისტემას, “BTS Aluminum”-ის მინის მოაჯირიან აივანს, მოპირეკეთებულს ყინვაგამძლე გრანიტით, “Commax”-ის ვიდეო-აუდიო დომოფონსა და ევროპული მწარმოებლის რკინის კარს.

პროექტის მშეენებლობა დასრულდება 2019 წლის ბოლოს.

Orion Development თანამშრომლობს ფასადების, ელექტრო მოწყობილობების, კარ-ფანჯრის და მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებელ გლობალურ ლიდერებთან. პროექტ ORION LANDMARK-ის განხორციელებისას კომპანია თანამშრომლობდა ისეთ წამყვან კომპანიებთან როგორებიც არიან: